† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2011 » მაისი » 31 » სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - "დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს"
0:40 AM
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - "დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს"


დიდი საქმეები ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს, დიდი საქმეები დარბაზში, მშვიდობიან საუბარში უნდა გადაწყდეს და ჩვენ კარგ შედეგს მივიღებთ", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

"ნუთუ არ შეიძლება შევქმნათ დარბაზი და ქუჩაში კი არ გამოვიდეს ხალხი, არამედ ამ დარბაზში გადაწყდეს საკითხები. ბოლო ასეთი გამოსვლა იყო ძალიან მძიმე და დამთავრდა მსხვერპლით", - აღნიშნა უწმინდესმა.

პატრიარქმა 26 მაისის საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. "ადამიანთა შორის ურთიერთობის პროცესი ძალიან რთულია. დღეს, როცა ადამიანმა გამოიგონა სხვა ადამიანის დასასჯელი საშუალება, არის შემთხვევები, როდესაც თავად ხდება ამ გამოგონების მსხვერპლი. ყველაზე საშიში კატეგორიული ურთიერთობა და აზროვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი ვარ, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საკითხში შეუცდომელი ვარ და ყველაზე ჭკვიანი. ვფიქრობ, დღეს ჩვენი ყოფა და ცხოვრება არ არის ადამიანებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა. ადამიანები გამოდიან ქუჩაში პროტესტის ნიშნად და ხელისუფლება ხშირად მათ ეწინააღმდეგება. ვფიქრობ, ასეთი ურთიერთობა უნდა დამთავრდეს, უნდა იყოს მსჯელობა. ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ ჩვენი საქმე იყოს საქმე უფლისთვის და სასარგებლო ადამიანებისთვის. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვისწავლეთ სხვისი მოსმენა", - ბრძანა უწმინდესმა.

დღესვე პატრიარქმა სამების ტაძარში 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპულთა შვილები დალოცა და ტკბილეული გადასცა.


2011-05-29

კატეგორია: ჩვენი პატრიარქი | ნანახია: 1916 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ