† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2011 » ივნისი » 1 » სადღესასწაულო ქადაგება (1-ლი ივნისი 2011 წელი)
11:06 PM
სადღესასწაულო ქადაგება (1-ლი ივნისი 2011 წელი)
წმიდა ნინოს ხსენების დღე
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს – პატრიარქი ილია მეორე


სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!



ძველი რომაელები ამბობდნენ, დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად. რა არის ეს? რატომ არის ასეთი ცვალებადობა?! მოძრაობა არ შეიძლება გაჩერდეს ერთ ადგილზე, რომელიმე პროცესი აუცილებლად უნდა მოძრაობდეს. აი, წყალი ავიღოთ, თუ მოძრაობს წყალი ის კარგია არ ლპება, როგორც კი დადგება წყალი, ის უკვე ლპობას იწყებს.

მე მახსენდება, ჩვენ ვიყავით შვედეთში და იქ იყო ერთი ბიზნესმენი, რომელსაც ჰყავდა წიწილების, დიდი ფერმა. იგი ამ წიწილებით გახდა მილიონერი. მას მოჰყავდა ერთი დღის წიწილები, ზრდიდა ოთხი კვირის განმავლობაში და ყიდდა. მე შევეკითხე, რომ რას აკეთებთ იმისათვის რომ არ დაიხოცნონ? უპირველეს ყოვლისა, წყალი უნდა იყოს გამდინარეო, როგორც კი დადგება წყალი ერთ ადგილზე ის უკვე წამლავს და იხოცებიანო.

ადამიანი სულ მოძრაობაში უნდა იყოს, ადამიანის გონება – ადამიანის ფიზიკური სამყარო. აი, ეს მოძრაობა უფალმა დააწესა ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისათვის. მაგრამ ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ის, თუ როგორ მოძრაობს ადამიანი, სიკეთისკენ თუ ბოროტებისკენ, ადამიანმა უნდა შეაფასოს თავისი თავი, გააანალიზოს თავისი მოქმედება და ეს დაეხმარება მას ცხოვრებაში. თუ ადამიანი მუდამ კმაყოფილია თავისი თავის, ეს საშიშია. არსებობს სამი სახე ადამიანისა,- პორველი სახეა ის, რომელსაც ხედავს ხალხი, მეორე სახეა ჩვენ როგორც ვხედავთ ჩვენს თავს და მესამეა სინამდვილეში როგორები ვართ ჩვენ და ღმერთი როგორ გვხედავს.

დღეს არის ნინოობა, ეს წმიდანი გამოირჩევა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. სულ რამდენიმე თვის წინ მე შევხვდი ინგლისის დედოფალს და გულზე მეკეთა წმიდა ნინოს პანაღია, მან თქვა, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც არის გამართლებული ქალის მიერ, რას ნიშნავ ეს?! რატომ აარჩია უფალმა ქალიშვილი, ესეთი უძლური არსება, რამ წამოიყვანა?! უპირველეს ყოვლისა, – რწმენამ. წმიდა ნინომ გაიგო, რომ ჩვენი ქვეყანა, ხალხი წარმართი იყო, და იმ სიშორეზე წამოვიდა ფეხით,- ლოცვით, რწმენით და ამ ლოცვამ მოახდინა ძალიან ბევრი სასწაული, განიკურნა ნანა დედოფალი, მოიქცა მირიანი და მთელი ხალხი.

დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ წმიდა ნინოს ლოცვით მოიქცეს მთელი ხალხი, ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ წმიდა ნინომ ჯერ არ დაამთავრა ხალხის მოქცევა. მე როცა აფხაზეთის მიტროპოლიტი ვიყავი, იქ მთაში მოღვაწეობდნენ მრავალი მეუდაბნოე ადამიანები და ორი მონაზონი, ჩამოვიდნენ და ერთი მეუბენება, რომ სიზმარში ვნახე წმიდა ნინო, უვლის მთელ საქართველოს და ქადაგებს. მე მახსენდება ჩემი უფროსი ძმის თეიმურაზის გარდაცვალების წინა დღეები, შევედი იმ ოთახში სადაც ის იწვა და მეუბნება ირაკლი მოდი ჩემთან, მივედი და მითხრა: შეხედე ვინ მოვიდა ჩემთან, ვინ-მეთქი? და წმიდა ნინოო მიპასუხა. მართლაც, ისეთი ცხოვრების პატრონი იყო, ისეთი ღრმა მოაზროვნე და ისეთი მორწმუნე, რომ ის ხედავდა მაგრამ მე ვერ ვხედავდი ამას.

ღმერთმა დაგლოცოთ, წმიდა ნინოს ლოცვით ღმერთმა დაამშვიდოს ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო, ღმერთმა გაამთლიანოს საქართველო, ღმერთმა დალოცოს აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი და მკვიდრი მასა შინა. თქვენ იცით, რომ აფხაზეთის ეგრეთწოდებული უფროსი სერგი ბაღაფში გარდაიცვალა მოსკოვში და ჩაასვენეს სოხუმში და დღეს ასაფლავებენ, ღმერთმა ნათელში ამყოფოს, მისი ცოლი არის ქართველი.

ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, მრავალს დაესწარით!

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი
დავით დანელია


კატეგორია: ქადაგებები | ნანახია: 1444 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ