როგორ დაისაჯნენ ეკლესიის შეურაცხმყოფელნი - 2 ივლისში 2010 - - † წამი: წარსული. აწმყო. მომავალი. იმედი!
† Wami.uCoz.Com


მენიუ

ხმის მიცემა
დადიხართ წირვა ლოცვაზე?
სულ პასუხი: 40

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » ივლისი » 2 » როგორ დაისაჯნენ ეკლესიის შეურაცხმყოფელნი
0:09 AM
როგორ დაისაჯნენ ეკლესიის შეურაცხმყოფელნი


თანამედროვე საზოგადოებაში ათეისტურ მსოფლმხედველობას აღმავლობის ხანა უდგას. XXI საუკუნის ადამიანი რაც უფრო მეტად შორდება უფალს და ათეისტური აზროვნება უყალიბდება, მით მეტად აგრესიული და ცინიკური დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ.

ჩვენამდე უამრავმა ისტორიულმა ფაქტმა მოაღწია, რომლებიც ცხადყოფენ, რომ ღვთის უარმყოფი ადამიანები აუცილებლად დაისჯებიან "ორთავ სოფელსა შინა”.

ისტორია ახსოვს ასეთი შემთხვევები:

უფლისწული დავით ბაგრატიონი, ძე მეფე გიორგი XII-ისა, ახალგაზრდობაში ვოლტერის მომხრე ყოფილა, რაზეც დიდად წუხდა მეფე გიორგი. "ღმერთო და მაცხოვარო ჩემო, შენ აპატიე შვილსა ჩემსა დავითს დანაშაული მისი. ნუ ჰკითხავ მას. შენ მოაქციე ჭეშმარიტსა გზაზედ და დაამკვიდრე შენს სიყვარულად. ამინ, ამინ! რა იქმნება მეფე არა მორწმუნე ქრისტესი, მოძულე ღვთის დედისა, წმინდათა და წამებულთა?! ვაი შენსა მეფესა გიორგის! თუ არადა ვერ იმეფებს, დაკარგავს ტახტსა და სამეფოსა ღვთისმშობლის წილხვედრსა”. აუცხადდა უფლისწულ დავითს მამის ნათქვამი – სამეფო ტახტი დაკარგა. როგორც ბრძანებს დიმიტრი ბაქრაძე, უფლისწული დავითი გვიან, მაგრამ მაინც მივიდა ღმერთთან.


დუშეთის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის დეკანოზი სვიმონ ტყემალაძე 1923 წლის 9 აპრილს საკათალიკოსო სინოდს ატყობინებს კომუნისტების მიერ ტაძრის დარბევას: "აღდგომა ღამეს, ლიტანიობის დაწყებამდე შემოვიდნენ ყვირილით, მუქარით, ყიჟინით, პაპიროსის წევით, ინტერნაციონალური სიმღერებით და წითელი დროშებით ადგილობრივი კომკავშირის წევრები კარანაძის მეთაურობით და გამართეს მიტინგი მილიციის თანხლებით. კარანაძე შესდგა ამბიონზე და მოუწოდა ხალხს სარწმუნოების დაგმობაზე: მან სთქვა, რომ ღმერთი არ არსებობს, ეკლესია სისულელეა, არის ცრუმორწმუნეთა ბუდე, მღვდლები და ბერები მატყუარები არიან. ამის შემდეგ კიდევ სთქვა ორმა კაცმა სიტყვა, იგივე მიმართულებისა, და განაცხადა, რომ დღეის აქეთ აქ დაარსდება კლუბი. სალოცავად მოსულ ხალხს მისცეს წინადადება, დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ ეკლესია. შეიქმნა განგაში, მითქმა-მოთქმა ხალხში მათ წინააღმდეგ გალაშქრებისა, მაგრამ დაინახეს რა შეიარაღებული ძალა, მოერიდნენ სისხლისღვრას, იძულებული შეიქნენ, მიენებებინათ თავი და დატოვეს ეკლესია. ხალხის გასვლის შემდეგ აღნიშნულმა ინიციატორებმა ჩამოგვართვეს ეკლესიის გასაღები და დალუქეს კარები. გამოფინეს სამრეკლოზე წითელი დროშა”…

ერთი ათონელი ბერი ჰყვებოდა: "მამა პაისის ერთმა მეცნიერმა ჩემი თანდასწრებით ჰკითხა: – ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ღმერთი არსებობს? მამა პაისიმ უპასუხა: "ეს თვით ქვეწარმავალმაც კი იცის”. ამ დროს მის ფეხებთან ხვლიკი გადმოხტა. "ღმერთი არსებობს?” – ჰკითხა მას მამა პაისიმ. ხვლიკმა თავი დაუქნია. "ამ ქმნილებამაც კი იცის, რომ ღმერთი არსებობს”, – დასძინა მამა პაისიმ”.

ერთი სულიერი შვილი მამა ზაქარია-ზოსიმესთან (მინაევი, +1936) ძალზე აქებდა ერთ ურწმუნო ადამიანს. მოძღვარმა უთხრა: "როგორ არის ის კარგი ადამიანი, თუკი ღმერთს არ აღიარებს? და თუ შენ თვლი, რომ ის კარგი ადამიანია, მაშინ საკუთარივით იტვირთე მისი ღვთისადმი ურწმუნოების ჯვარი და ყველაფერი გააკეთე, გონს მოეგოს და ღმერთთან მივიდეს, მაგრამ ამიერიდან ნუღარ შეაქებ მას”.

მამა ზაქარია ზოგჯერ ეუბნებოდა ურწმუნოებს: "თქვენ დაივიწყეთ ღმერთი, თქვენ არ იცნობთ ღმერთს, თქვენ ვერ ხედავთ ღმერთს მაშინ, როცა მორწმუნეები უფრო ცხადად ხედავენ მას, ვიდრე თქვენ ცაზე მობრიალე მზეს… მაგრამ მას გულით ხედავენ… მე, ცოდვილ ზოსიმეს, ყველა მიცნობთ და მხედავთ, გაიხსენეთ ჩემი ღვთისადმი სიყვარული მაინც, მე თქვენ გამო მუხლმოყრილი ღმერთს ვევედრები. ჰო, საცოდავნო, გონდაკარგულნო, ასე ვინ მოგექცათ? ალბათ, ისინი, ვინც ქრისტიანის ხილულ ხატს ატარებს, მის ძალას კი უარყოფს, ანუ თავს ქრისტიანს უწოდებს და მოყვასისადმი სიყვარულის მცნებას არ ასრულებს”.

მერაბ კოსტავა ერთ-ერთ სტატიაში წერდა: "გურიაში სოფელ ციხეში არსებული ერისთავების ეკლესიიდან კომკავშირელებმა გამოიტანეს სასწაულმოქმედი ხატი – "ლომისკარელი” და რაიონის ცენტრში, ჩოხატაურში წაასვენეს, სადაც იგი რევოლვერით დაცხრილა აგიტატორმა, შემდგომში ცეკას წევრმა თენგიზ ჟღენტმა, რომელმაც სულ მალე იმავე რევოლვერით მოიკლა თავი. ასევე მოიკლა თავი ხატების შეურაცხმყოფელმა კომუნისტმა ალექსანდრე გეგეჭკორმა.

ჯერ კიდევ 1964 წელს ზედაზნის მონასტერში ესვენა კომუნისტებისა და უსულგულო ათეისტების მიერ დანით უმოწყალოდ დასერილი და ტყვიით დაცხრილული უამრავი ხატი, მორწმუნეების მიერ რუდუნებით შეგროვებული და გულმოდგინედ დაკემსილი. მძიმე, უსიამოვნო განცდებს იწვევდა მათი ჭვრეტა. ბოლოს 60-იანი წლების ხელმძღვანელობამ რესპუბლიკისა სადღაც გადამალა გასაბჭოების შემდგომი ეს ვანდალიზმის დამადასტურებელი საგნები”.

1923-24 წლებში ბორჯომის ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიაც დაარბიეს კომუნისტებმა. ერთ საღამოს ტაძარში მარტო მლოცველ მამა იოანეს (სალარიძე) სამი კომკავშირელი თავს დაესხა. მამა იოანეს სცემეს. საკურთხევლიდან გარდამოხსნა აიღეს, ძირს დააგდეს და ფეხებით გათელეს, დალეწეს და გაანადგურეს, რაც ხელში მოხვდათ. მამა იოანე ეუბნებოდა, – ნუ იზამთ, შვილებო, თავს ნუ იღუპავთო. მათ კი პასუხად ხატები ამოგლიჯეს, დაამტვრიეს და თან გაიძახოდნენ: – თუ ღმერთი არსებობს, აბა, დაგვსაჯოსო. ბოლოს, გული რომ იჯერეს, კიჟინით გარეთ გაცვივდნენ.

მცირე ხანში ეკლესიაზე ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი მოიკლა, მეორე, "მტკვარზე გაზრდილი ბიჭი”, მდინარეში საეჭვოდ დაიხრჩო; მესამე, მამა იოანეს მეზობელი ბერძენი დიაკვნის შვილი ალიოშა, ჩადენილი მკრეხელობის შემდგომ ჭკუიდან შეიშალა. მას ახლობლები უვლიდნენ. მხოლოდ ერთი რამ დასჩემდა ალიოშას: სადაც კი ნახავდა მამა იოანეს, უაღრესი შიშითა და მოკრძალებით ესალმებოდა, თავმოდრეკით.

სოფელ გედელში, სადაც ბოდბის დედათა მონასტერი მდებარეობს, ერთი უკეთური ჩეკისტი ცხოვრობდა, რომელსაც განსაკუთრებით სძულდა რელიგიური სიწმინდეები. სწორედ მას საგანგებო სისასტიკით დაუსერია დანით ბოდბის ღვთისმშობლის ხატი. და მალევე ჯანმრთელი, საღ-სალამათი ყველასთვის მოულოდნელად გარდაიცვალა. სოფელში დღემდე ლაპარაკობენ, თუ როგორ დაისაჯა მთელი მისი შთამომავლობა, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ამოწყდა მთელი გვარი.

ერთხელ სოფელში ჩასულ მამა ბასილს (ფირცხალავა) დედა უგუნებოდ დახვდა. შვილს ჯერ მიზეზს არ უმხელდა, ბოლოს უამბო, რომ კომუნისტმა აქტივისტებმა ხატების კუთხე დაურბიეს. ამის ჩამდენი ორი თანამდებობის პირი ქალბატონი ყოფილა. მამა ბასილის დედას მხოლოდ ერთი ღვთისმშობლის ხატი გადაურჩენია, მათ შეუმჩნევლად გულში ჩაუკრავს. მამა ბასილს უთქვამს, ხატების შეურაცხმყოფელს ღვთის რისხვა არ ასცდება – ისევე დაეშლება ძვლები, როგორც ეს ხატები დაიშალაო. მართლაც, ორიოდე თვის მერე ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც ხატების შეურაცხყოფისას განსაკუთრებით აქტიურობდა, მძიმედ დაავადდა. იგი მანამდე სრულიად ჯანმრთელი იყო. მალე ის ძვლის დაშლით გარდაიცვალა.

ქრისტიანთა პირველი მდევნელი – რომის იმპერატორი ნერონი ტახტიდან ჩამოაგდეს და უკვალოდ გაქრა. დომიციანე, სისასტიკით მსგავსი ნერონისა, ტყვეობაში მოკლეს. დეკიუსი ბრძოლის ველზე დაიღუპა და ყვავ-ყორნებმა შეჭამეს. ვალერიანე სპარსელებმა დაატყვევეს და ყველაზე დამამცირებელი სასჯელი მიუსაჯეს – როცა სპარსეთის მეფე ცხენზე შეჯდომას მოინდომებდა, საფეხურის მსგავსად ზურგი უნდა შეეშვირა. როცა ვალერიანე მოკვდა, ტყავი გააძრეს და რომაელთა შესარცხვენად გამოფინეს. დიოკლეტიანეს საშინელი სნეულება შეეყარა. ამას დაემატა ისიც, რომ უკმაყოფილო ხალხმა მისი ძეგლი გადმოაგდო. იგი ჭკუიდან შეიშალა და შიმშილით თავი მოიკლა. მაქსიმიანე ჰერკულესი ტახტიდან გადადგა და თავი მოიწამლა. ქრისტიანთა მიმართ მეათე და უკანასკნელი დევნის წამომწყები გალერიუსი უკურნებელი სნეულებით დაავადდა. ისე ყარდა, ვერავინ ეკარებოდა. ასეთ ტანჯვაში შეიცნო ქრისტიანთა ღმერთის ძალა, გაიხსენა ქრისტიანთა მიმართ თავისი სისასტიკე და მათი დევნის შეწყვეტის კანონი გამოსცა. ყველასგან მიტოვებულმა მაქსიმიანემ კი თავის მოკვლა სცადა. საწამლავი დალია და ოთხი დღე საშინლად იტანჯებოდა როგორც სხეულით, ისე სულით, რამეთუ ამ დროს თვალწინ წარმოუდგა თვით ზეციური მსაჯული და თავისი მართლმსაჯულებით ემუქრებოდა – ასეთ ტანჯვაში ამოხდა სული.

ბებია დოროთეა ოპტელ მეგობრებთან ერთად ოპტის მონასტრის მეზობელ სახლში შევიდა ნაცნობთან. რუსულ ღუმელზე სამი გოგონა იჯდა და ერთმანეთს ჩქმეტდა. "რა სჭირთ ამ შენს გოგონებს?” – ჰკითხა დიასახლისს. "ყრუ-მუნჯები და სულელები არიან. ექიმები შემოვატარე, ვერაფერი ვუშველეთ. გადასახლებიდან დაბრუნებული ნათელმხილველი ოპტელი მამა ლოცვით ბევრს კურნავდა. მასთან გავიქეცი. ზღურბლზე ფეხი შევდგი თუ არა, მაშინვე მიხსენა ქმარი, რომელმაც ოპტის მონასტრის სამრეკლო დაანგრია: "შენმა ქმარმა მთელი სამყარო ბრმა და ყრუ გახადა და გინდა, შენი შვილები ლაპარაკობდნენ და ესმოდეთო”.

ბებია დოროთეა ჰყვებოდა: რევოლუციის მერე ოპტის უდაბნოში დასასვენებელი სახლი გახსნეს. ერთხელ შეგვკრიბეს ადგილობრივი ბავშვები, ფული მოგვცეს და ფრესკების ჩამოფხეკა გვიბრძანეს. "ეცადეთ, ბავშვებო, ეცადეთო”. და ჩვენც ვცდილობდით. მე ჯერ პატარა ვიყავი, სახეს ვერ შევწვდებოდი და წმინდანების ფეხები ამოვფხიკე. მაშინვე დავისაჯე – ფეხები წამერთვა. მას შემდეგ ვკოჭლობ. მაგრამ დამიჯერეთ, ჩემი სნეულების გამო მიხარია და ღმერთს მადლობას ვწირავ. მტკივა ფეხები და მეზრდება იმედიც: იქნებ შემიწყალოს უფალმა-მეთქი.

მოსკოვში არის კომუნისტ ვასილი პოლაჟაევის სახელობის მეტროპოლიტენის სადგური. პოლაჟაევი ახალგაზრდობაში ყველაფრის გამკეთებელი იყო. განსაკუთრებით ეკლესია სძულდა. თავისი სოფლის მოძღვარს, თავის მომნათლავს, მამა ალექსანრდე სპეშნევს სიცოცხლე გაუმწარა, მოკვლით ემუქრებოდა. ჯერ საბძელი დაუწვა, ღამღამობით მღვდლის სახლს ცეცხლს უკიდებდა. მამა ალექსანდრე მოსკოვში გადაიმალა. პოლაჟაევი მოსკოვში ჩავიდა, ჯერ მეტრომშენის უფროსი, მერე მინისტრიც კი გახდა. ისეთი სასტიკი იყო, რომ ბოლოს მუშებმა მოკლეს. მანამდე კი მან მამა ალექსანდრე მოკლა. დიდხანს ეძებდა, ბოლოს მილიციას აპოვნინა და უთხრა: "მღვდელო, შენ მე წყლით მომნათლე, ახლა კი მე მოგნათლავო”. შუა ზამთარში მამა ალექსანდრეს წყლიან კასრში ჩასვამდნენ. როცა მოხუცი მღვდელი ყინულით დაიფარებოდა, შინ შეჰყავდათ და გახურებულ ღუმელზე აწვენდნენ. ყინული გადნებოდა და ისევ კასრში უკრავდნენ თავს. სამი დღე ასე აწამეს, ვიდრე სული არ განუტევა.

მამა ვასილი ევდოკიმოვი ჰყვებოდა: ყაზანის სადგურთან, რესტორანში ერთი ოფიციანტი მუშაობდა, რომელიც თავისუფალ დროს შელანძღულ ტაძარში შედიოდა და იქ დაყრილ სიწმინდეებს აგროვებდა. რა თქმა უნდა, შეამჩნიეს და საგიჟეში მოათავსეს.

იმ დროს მოსკოვში ქუხდა პროფესორ ბრაუდოს სახელი. მის ლექციებზე ახალგაზრდობის ტევა არ იყო. ლექციის მოსასმენად მეც წავედი. პროფესორი ამბობდა, – ღვთის რწმენა შიზოფრენიის განსაკუთრებული სახეა და რელიგიური სიგიჟეაო. ისე მხურვალედ საუბრობდა, რომ ახალგაზრდობა ტაშს უკრავდა. დიდი იყო წარმატება – ამ დროს პროფესორმა მედიდური ჟესტით სადემონსტრაციოდ ავადმყოფი მოაყვანინა ასისტენტს. დარბაზში ის ოფიციანტი შემოვიდა. შიმშილით ფერდაკარგული იყო, მაგრამ იმდენი სიმშვიდე და სულიერება ჩანდა მასში, რომ დარბაზი მაშინვე მიყუჩდა. "თქვენ ალბათ მოგწყინდათ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ყოფნა…” – ჰკითხა პროფესორმა. "არა, – უპასუხა ოფიციანტმა, – მე ბიბლია მაქვს და სიცოცხლე არ მეყოფა ამ წიგნის შესაცნობად~. პროფესორმა `ბნელი ფანატიკოსის” უმეცრების წარმოსაჩენად ბიბლიაში, მისი აზრით, წინააღმდეგობრივ ადგილებზე შეკითხვები დაუსვა, ოფიციანტი კი ისე ბრძნულ პასუხებს აძლევდა და ბიბლიიდან მთელ ტექსტებს ზეპირად პასუხობდა, რომ ახალგაზრდობა უკვე მის მხარეზე გადავიდა. პროფესორმა ბრძანა, სასწრაფოდ გაიყვანეთო და ბოლოს ჰკითხა: "ნუთუ ეს ყველაფერი არ მოგწყინდათ და არაფერი გაწუხებთ?” "არა, – უპასუხა ოფიციანტმა, – ღმერთთან ერთად ყოფნა ყველგან კარგია”. ისეთი მადლიერებით სცა თაყვანი დარბაზში მყოფთ, რომ ახალგაზრდობა ოფიციანტს თან გაჰყვა. პროფესორი ყვიროდა, – ლექცია გრძელდებაო, მაგრამ დარბაზი დაცარიელდა.

ერთხელ ფარასელი ანასტასი სამშობლოში, კაპადუკიაში, დაბრუნდა და ურწმუნოების ქადაგება დაიწყო. "მე შენ უკან გაგგზავნი, საიდანაც გამოგვეცხადეო”, – უთხრა წმინდა არსენ კაპადუკიელმა. ილოცა. ამ დროს ამოვარდა ქარბორბალა და ანასტასი სადღაც წაიყვანა. მისი ნათესავები აღელდნენ. "ნუ ჯავრობთ, ჯანმრთელადაა და თავის ფარდულში დახლთან დგას”, – დაამშვიდა ისინი მამა არსენმა. ანასტასის უკან დაბრუნებისა შერცხვა. მისი ამბავი თანასოფლელებმა შემთხვევით გაიგეს, როცა სებასტიაში ერთ-ერთ ფარდულზე წარწერას მოჰკრეს თვალი: "ანასტასი ბარტოპულოსი”. მისი ძმისშვილი პანაგიოტისი ბიძის გავლენის ქვეშ მოხვდა, კაპადუკიაში დაბრუნდა და ეკლესიას დასცინოდა. მამა არსენმა მას გულისტკივილით შეხედა და მისთვის ილოცა. უეცრად პანაგიოტისმა პატარა ბავშვივით მიწაზე დაიწყო ხოხვა. მამა არსენმა ბრძანა, – იგი ამიერიდან ნახევრად სულელი დარჩება, არავის არაფერს ავნებს. სახნავად წასულს ჩეთლერები მოკლავენ და ასე ცხონდება მისი სულიო”. მართლაც ასე მოხდა.

"ძნელია ეკამათო უღმერთოს, ესაუბრო უგუნურს, დაარწმუნო განბოროტებული, – ბრძანებდა წმინდა ნიკოლოზ სერბი, – რამეთუ სიტყვისა არ ესმით, უფრო ადვილად საქმეებით დაარწმუნებ. შენთან კამათის მოსურნეს კეთილი საქმე გაუკეთე და მოიგებ ამ კამათს. მოწყალების ერთი საქმე უფრო სწრაფად მოიყვანს გონს უგუნურს და შეურბილებს გულს გაბოროტებულს, ვიდრე მრავალსაათიანი საუბარი. უღმერთობა, უგუნურება, ბოროტება უმეცრებიდან მოდის… თუ უღმერთოს შეეკამათები, მისივე გიჟური კანონებით უფრო გააღვივებ მის თავხედობას, რომელიც ყველას და ყველაფერს უარყოფს… მდაბალი და კეთილი საქმე ის წყალია, რომლითაც ჩაქრება ეს ხანძარი”.

მამა პაისი ათონელი ამბობდა: "ახლა ეკლესიას ებრძვიან, მისი დანგრევა უნდათ. დავუშვათ, რომ ადამიანებს არ სწამთ. დავუშვათ, რომ სხვებს უღმერთობას ასწავლიან. მაგრამ მათ როგორ შეუძლიათ არ აღიარონ ის სიკეთე, რომელსაც ეკლესია ადამიანებს აძლევს? როგორ ბედავენ მის წინააღმდეგ წასვლას? ეს დიდი ბოროტებაა”.

"ღვთის გმობის გულისთქმები მრავლდება და ძლიერდება სიამაყისა და სხვათა განკითხვებით. ამიტომ ერთსაც და მეორესაც ერიდე და გმობის გულისთქმები გაიფანტება”, – ბრძანებს ღირსი ანატოლი ოპტელი. ურწმუნოების გულისთქმებისას ფიქრებით ჯვარს მიეყრდნე და ისინი დაგიმტკიცებენ”, – გვასწავლის წმინდა იოანე კრონშტადტელი.

გამოყენებულია მასალები ჟურნალ "კარიბჭედან”

კატეგორია: სტატიები | ნანახია: 687 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2016 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ