ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „მსწრაფლშემსმენელი“ ს ისტორია - 17 ივნისში 2010 - - † წამი: წარსული. აწმყო. მომავალი. იმედი!
† Wami.uCoz.Com


მენიუ

ხმის მიცემა
დადიხართ წირვა ლოცვაზე?
სულ პასუხი: 40

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » ივნისი » 17 » ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „მსწრაფლშემსმენელი“ ს ისტორია
4:31 PM
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი „მსწრაფლშემსმენელი“ ს ისტორია
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 
„მსწრაფლშემსმენელი"



ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერში, იმყოფება ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც მსწრაფლშემსმენელი ეწოდება. ის ბერთა სატრაპეზოს (იგივე სასადილოს) კედელზეა მოთავსებული.

მე-17 საუკუნეში მონასტერში ცხოვრობდა ერთი ტრაპეზარი - ნილოსი, რომელიც ხატთან ხშირად მიმოდიოდა ანთებული კვარით. ერთხელ მას ხატიდან ხმა მოემსა: „კვარით ნუღარასოდეს გაივლი აქ და ნუღარ გაჭვარტლავ ჩემს ხატს". ნილოსმა ჩათვალა, რომ ეს ბერების მოწყობილი ხუმრობა იყო, ყურადღება არ მიაქცია და ძველებურად მიმოდიოდა ანთებული კვარით ხელში. მალე მან კვლავ გაიგონა ხატიდან ხმა: „ბერო, რომელიც ამ სახელის ღირსი არა ხარ, კიდევ დიდხანს გააგრძელებ ჩემი ხატის ასე გაჭვარტლას?" ამ სიტყვებზე ტრაპეზარი დაბრმავდა. მხედველობის დაკარგვის შემდგომ ნილოსს თვალის ტკივილები ტანჯავდა და დღედაღამ ხატის წინაშე მოთქვამდა. ერთხელ კვლავ შემოესმა ხმა ხატიდან: „ნილოს, შესმენილია შენი ლოცვა, გეპატია ცოდვა და მხედველობაც დაგიბრუნდება. როდესაც ამ წყალობას მიიღებ, უთხარი ძმებს, რომ მე ვარ მფარველი და მცველი მათი სავანისა. დაე, ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ილოცოს ჩემი ხატის წინაშე გაჭირვების ჟამს და მე არავის მივაოვებ. დღეიდან ჩემს ხატს მსწრაფლშემსმენელი ეწოდება, რადგან ყველას, ვინც რწმენით შემევედრება, მსწრაფლ გარდამოვუვლენ წყალობას". ამ სასწაულის შესახებ მთელმა ათონმა შეიტყო. ბერებმა ადგილს, სადაც წმინდა ხატი იმყოფებოდა, გალავანი შემოავლეს და მისგან მარჯვნივ მსწრაფლშემსმენელის სახელობის ტაძარი ააგეს. მსწრაფლშემსმენელის ღვთისმშობლის ხატი დღემდე უამრავ სასწაულს აღასრულებს. მისი ასლები მრავალ ქვეყანაში წააბრძანეს.

2005 წლის 12 მაისს მსწრაფლშემსმენელის ხატის ასლი, რომელიც დოქიარის მონასტრის ბერებმა დაწერეს, საქართველოშიც ჩამოაბრძანეს. მან ელიას მთაზე ყოვლადწმიდა სამების ტაძარში დაივანა.





კატეგორია: ხატები | ნანახია: 1331 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0









© 2016 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ