† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » აგვისტო » 29 » პატრიარქი სპეციალური ლიცეუმების შექმნის ინიციატივით გამოდის
3:15 PM
პატრიარქი სპეციალური ლიცეუმების შექმნის ინიციატივით გამოდის
აგვისტო 29, 2010



სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სპეციალური ლიცეუმების შექმნის ინიციატივით გამოდის და ამ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან შეხვედრასაც გეგმავს.

როგორც უწმინდესმა დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, სამწუხაროა, რომ 11 000-მდე ახალგაზრდა უმაღლესი სასწავლებლის გარეშე დარჩა.
"ახალგაზრდები გზას რომ არ ასცდნენ, აუცილებელია მათ შეისწავლონ ხელობა, საღვთო წერა. აუცილებელია შეიქმნას ლიცეუმები, სადაც ისწავლიან ახალგაზრდები, იქნებიან მაღალი ინტელექტით განათლებული ადამიანები. შესაძლოა ამ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს შევხვდე", - განაცხადა პატრიარქმა.
სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას უწმინდესმა დღესვე, ტრადიციულად, რამდენიმე ქართული გვარი დალოცა.
ილია მეორე ეკლესიის საკუთრებაში არსებული მიწების მოსახლეობისთვის გადაცემისა და სპეციალური სოფლების შექმნის ინიციატივითაც გამოდის.
"საქართველოს ეკლესიას აქვს რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწის ფართობი. მზად ვარ, მთელი ეს მიწა გადავცე იმ ხალხს, რომელიც შექმნის ასეთ სოფელს. ამ სოფელში იქნება ტაძარი, სკოლა, დასასვენებელი ადგილები. ვფიქრობ, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ კონცეფციას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - ბრძანა უწმინდესმა. მისივე თქმით, ამ სოფლებში აუცილებლად უნდა ცხოვრობდნენ ახალგაზრდები, რომლებმაც უნდა გააჩნინო შვილები და გაამრავლონ ერი.
პატრიარქის განცხადებით, მას აღნიშნულ საკითხზე საუბარი ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტთანაც და ხელისუფლება ამით დაინტერესებულია.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს ანჩისხატის დღესასწაულსა და ანტონ მარტყოფელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

კატეგორია: ჩვენი პატრიარქი | ნანახია: 1407 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ