სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|
|
მთავარი » მამათა გამონათქვამები
კატეგორია: მამათა გამონათქვამები
არცერთი ვნება ისე საძულველი არაა, როგორც ამპარტავნება და არცერთი არ იმსახურებს იმდენ დაცინვას, როგორც ვერცხლისმოყვარეობა. წმ. პეტრე დამასკელი ვერცხლისმოყვარე ადამიანი ყველაზე უსამართლოა. მას არაფერი მოუტანია თან დაბადებისას და იმდენს ზრუნავს მიწიერ საუნჯეზე, თითქოს ყველაფერს თან წაიღებს აღსასრულისას. ყველა ცოდვის დასაწყისი ამპარტავნებაა, ხოლო ყველა ბოროტების ფესვი - ვერცხლისმოყვარეობა. პირველი - ადმიანს ღმერთს აშორებს, მეორე კი - ცხოველებთან აახლოებს. ვერცხლისმოყვარე ღმრთისაგან განდგომილია, რადგან ვერცხლისმოყვარეობა კერპთაყვანისმცემლობაა. მღვდელი ნ. სოკოლოვი
ოქროზე ფიქრით და ზრუნვით დაკავებულ ადამიანს არ შეუძლია ისწრაფოს ცისკენ და სურდეს მარადიული, უხრწნელი საუნჯე. მისი გული ისეა ჩაკეტილი სიმდიდრეში, როგორც ლოკოკინა - თავის ნიჟარაში, რომელსაც არც სურვილი აქვს და არც შესაძლებლობა, მოცილდეს მას. შეუძლებელია ერთად გიყვარდეს ვერცხლიც (ფული - მ.ბ.) და სულიც. წმ. იოანე ოქროპირი
|
კატეგორია: მამათა გამონათქვამები
სხვებს ყველაფერი მიუტევე, საკუთარ თავს კი ნურაფერს შეუნდობ. აბბა ისაია
როდესაც მოყვასს წყენისათვის სამაგიეროს უხდი, მაშინ მას ღმერთი აღარ სჯის. თუკი მიუტევებ, მაშინ ღმერთი ან მას სჯის, ან შენ მოგიტევებს ცოდვებს. წმინდა იოანე ოქროპირი
როდესაც სიკეთეს გვიკეთებენ, მადლიერების გრძნობით უნდა გვახსოვდეს იგი; ხოლო თუ ცუდად მოგვექცევიან, სიყვარულმა უნდა დაგვავიწყოს იგი. წმ. ამბროსი მედიოლანელი
|
|
|
|
|