† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2012 » ივლისი » 22 » ილია მეორე - საქართველოს მთელი მოსახლეობა დღეს პოლიტიზებული გახდა
2:55 PM
ილია მეორე - საქართველოს მთელი მოსახლეობა დღეს პოლიტიზებული გახდა



საქართველოს მთელი მოსახლეობა დღეს პოლიტიზებული გახდა და პოლიტიკამ შეცვალა ადამიანი, რაც არ შეიძლება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელ საკვირაო ქადაგებაში ბრძანა.
უწმინდესის თქმით, თითოეულ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ არსებობს ფასეულობები – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი და მამული, ენა, სარწმუნოება. "ამას უნდა ვიცავდეთ და ვემსახურებოდეთ ყველა ადამიანი. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როდესაც ადამიანი ადამიანისთვის მეგობარი კი არ არის, არამედ თითქოს მტერია. სინამდვილეში კი ადამიანი ადამიანისთვის ძმა არის. ძველი რომაელები ამბობდნენ: "ადამიანი ადამიანისთვის მგელიაო", ამ პოსტულატის მიღება ყოვლად დაუშვებელია, ჩვენ ძმები ვართ. დღეს ადამიანი ძალიან შეცვლილია იმასთან შედარებით, რაც იყო 100-200 წლის წინ. შეცვლილია ხასიათით, შეხედულებით და აზროვნებით. მთავარი კი ის არის, რომ სულის გარდა ყველაფერი შეცვლილია და რაც არ უნდა ცოდვაში იყოს ადამიანი, ბოლოს მაინც ღვთისკენ ბრუნდება. დღეს თითქოს ვიღაცამ შეგვცვალა. როგორი სიტყვებია – "რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია" და ეს სიტყვები თითქმის არასოდეს სრულდება. დღეს შეურაცხყოფას ვაყენებთ ადამიანს და შემდეგ მას ჩვეულებრივად ველაპარაკებით, ეს ხომ სირცხვილია", - ბრძანა პატრიარქმა. მისივე თქმით, საზოგადოების დაყოფა ყოვლად დაუშვებელია, რადგან ნებისმიერი ადამიანი, როგორიც არ უნდა იყოს იგი, ეკლესიის შვილია.
ქადაგების დასასრულს პატრიარქმა ტრადიციულად რამდენიმე გვარიც დალოცა - ოქროპირიძეები, ქამხაძეები, ონიაშვილები, ლალიაშვილები, მერებაშვილები, მარგველანები, ონიკაშვილები, შარვაძეები და შარვაშიძეები.
კატეგორია: ჩვენი პატრიარქი | ნანახია: 1624 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: მთელი, - საქართველოს, დღეს, მეორე, ილია მეორე - საქართველოს მთელი მოსა, მოსახლეობა, ილია, პოლიტიზებული, გახდა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ