† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » აგვისტო » 26 » ჰოი, საბრალო ადამიანო!
12:00 PM
ჰოი, საბრალო ადამიანო!



აბბა ელიამ მოგვითხრო:

_ რამდენიმე ხანს იორდანის მახლობლად ერთ-ერთ გამოქვაბულში ვცხოვრობდი, რადგან არ მინდოდა ლოცვითი კავშირი მქონოდა იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან. ერთხელ, დაახლოებით შუადღის თორმეტ საათზე, კარზე ვიღაცამ დამიკაკუნა და როცა გავედი, ჩემ წინ ქალი დავინახე.

_ აქ რა გინდა?! _ ვკითხე მას.

_ შემინდე, აბბა, _ მიპასუხა ქალმა, _ მეც შენი ცხოვრების წესით ვცხოვრობ, ჩემი გამოქვაბული აქედან ას ორმოცდაათ მეტრში თუ იქნება, _ და სამხრეთისკენ მიმანიშნა, _ უდაბნოში რომ მოვდიოდი, სიცხისგან საშინლად მომწყურდა. ყავ სიყვარული, გამომიტანე ცოტა წყალი!

გამოვუტანე, დავალევინე წყალი და მაშინვე გავისტუმრე. მაგრამ როგორც კი გამოქვაბულში შემოვბრუნდი, ეშმაკმა არაწმინდა აზრები მომაწოდა და სიძვის ძლიერი ბრძოლა დამეწყო. ამ ბრძოლას ვეღარ გავუძელი, ვერ დავაცხრე ჩემში აღგზნებული მძაფრი ვნება და ხორციელი გულისთქმის დასაკმაყოფილებლად ქალს უკან გამოვედევნე. ხელში ჩემი კვერთხი მეჭირა და მივდიოდი. ისეთი მწველი მზე იყო, ჩემ ფეხქვეშ ქვებიც კი დნებოდნენ. აი, უკვე ასიოდე ნაბიჯიღა მაშორებდა ქალისგან, ვნება კი სულ უფრო და უფრო მიძლიერდებოდა. უცბად განკვირვებამ შემიპყრო და დავინახე, რომ ჩემ წინ მიწა გაიხსნა და შიგ ჩამიყოლია. ვხედავ, მიცვალებულები წვანან, მათი გახრწნილი გვამებიდან წუთხი გადმოდის და ირგვლივ საშინელი სუნი ტრიალებს. იქვე სანდომიანი გარეგნობის მოხუცი დგას, ამ გვამებზე მიმანიშნებს და მეუბნება:

_ აი, ეს ქალის სხეულია, ეს _ კაცისა. აჰა, გაძეხი და ისიამოვნე რამდენიც გინდა! ჰოი, საბრალო ადამიანო! რამხელა შრომა და ღვაწლი უნდა ჩაყარო წყალში ამ წუთიერი სიამოვნებისთვის და საკუთარი თავი ცათა სასუფევლისგან განაშორო! ჰოი, უბადრუკო! ამ ბილწი და საძაგელი ვნებისთვის მზადა ხარ, სული წარიწყმიდო და საუკუნო სატანჯველს მიეცე!

ამასობაში იმ საშინელ სუნს ვე¬ღარ გავუძელი და ძირს დავემხე. მოხუცი მომიახლოვდა, წამომაყენა, მე მაშინვე გავთავისუფლდი სიძვის ვნებისგან, დავბრუნდი ჩემს სენაკში და ვმადლობდი ღმერთს.

კატეგორია: სულიერი სწავლებანი | ნანახია: 1775 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ