† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2012 » მაისი » 24 » განსხვავება ძველსა და ახალ სტილს შორის
11:49 PM
განსხვავება ძველსა და ახალ სტილს შორის

შობის დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი და გამორჩეული მოვლენაა, საქართველო ტრადიციულად 7 იანვარს აღნიშნავს მაცხოვრის შობას, მაგრამ ყოველი დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად თავს იჩენს ასევე ტრადიციული კითხვები:

რას ნიშნავს „ძველი" და „ახალი" სტილი? რატომ ვდღესასწაულობთ მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს, დასავლურ-ქრისტიანული სამყარო კი - 25 დეკემბერს? ან რატომ ვდღესასწაულობთ ახალი წლის შემობრძანებას ორჯერ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და მოსახლეობის გათვითცნობიერება ორიოდე სიტყვით ძალიან რთულია, ვინაიდან ეს საკითხი ოდითგანვე ღრმა ანალიზისა და კვლევის საგანს წარმოადგენდა. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი და ერთადერთი ჭეშმარიტება არის ის გზა, რომელიც ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაიარა და რომლისგანაც საუკუნეების მანძილზე არც ერთი მისხალით არ გადაუხვევია. აქედან გამომდინარე, ყველა საეკლესიო თარიღი შესაბამისობაში მოდის იმ ძირითად მოთხოვნასთან, რაც საეკლესიო დღესასწაულის მოწესრიგებული წესით განლაგებასა და ჰარმონიულ თანწყობას გულისხმობს, ანუ რასაც იესო ქრისტე შეეხო, ყოველივე განწმინდა.

ქრისტეს შობამდე I საუკუნეში, 44 წელს, რომის იმპერატორმა იულიუს კეისარმა ეგვიპტელი მეცნიერების დახმარებით ახალი კალენდარი შემოიღო, რომლის მიხედვით წელიწადის პირველ დღედ 1 იანვარი გამოაცხადა. ხსენებული კალენდარი ეკლესიის წიაღში არ შექმნილა და არც კეისარი გახლდათ საეკლესიო მოღვაწე. კალენდარი არ იყო ქრისტიანობის დროინდელი, მაგრამ მეცნიერული თვალსაზრისით დროის ათვლის ყველაზე სრულყოფილ მოდელს წარმოადგენდა. ეკლესიამ იულიუსის კალენდარი შეითვისა არა როგორც სარწმუნოებრივი ღირებულების შემცველი სისტემა, არამედ როგორც მეცნიერული აზრის მონაპოვარი ისევე, როგორც შეითვისა ქრისტიანობამდელი ანბანი, სამშენებლო ხელოვნება და სხვა.

IV საუკუნიდან, როდესაც იულიუსის კალენდარი მოექცა საეკლესიო მსახურების წიაღში, იგი უწმინდეს დღესასწაულთა აღმნიშვნელი გახდა. 325 წელს, ნიკეაში გამართულ მსოფლიო I საეკლესიო კრებაზე ამ საკითხზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღეს. იქიდან მოყოლებული, მართლმადიდებელი ეკლესია იულიუსის კალენდრით, ანუ ძველი სტილით აღნიშნავს ყველა საეკლესიო დღესასწაულს. კეისრის დროინდელი კალენდრისგან ძირითადი განსხვავება იმაშია, რომ საკულტო ორიენტირების ნაცვლად კალენდრის ცენტრალური ადგილი მაცხოვრის ბწრყინვალე აღდგომის თარიღმა დაიკავა.

1582 წელს კალენდრის „რეფორმა" მოხდა რომის პაპ გრიგოლ II ინიციატივით და იულიუსის კალენდრის პარალელურად გრიგორიანულიც იქნა შემოღებული, რომლის შედეგად ეს უკანასკნელი ყველა უძრავ მართლმადიდებლურ დღესასწაულს დაშორდა ათი დღით, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში „დროის დეკრეტით" სამი დღეც დაემატა. ჯერ კიდევ 325 წელს, ნიკეის მსოფლიო I საეკლესიო კრებაზე ბრწყინვალე აღდგომის თარიღის აღნიშვნის საკითხიც იქნა განხილული. წმ. მეფე კონსტანტინე დიდმა ნიკეიდან ეპისტოლეები გაუგზავნა ყველა იმ ეპისკოპოსს, რომლებიც წმიდა კრებას არ ესწრებოდნენ. ეპისტოლეს ერთ-ერთ ფრაგმენტში წერია: „...დაე, თქვენმა კეთილგონიერებამ განსაზღვროს, თუ რამდენად არასაქებარია და საძრახისი, რათა ერთსა და იმავე დღეებში ერთნი მარხულობდნენ და სხვანი კი იხსნილებდნენ და აღდგომის დღის შემდეგ კი პირველნი ზეიმობდნენ და იშვებდნენ, მეორენი კი მარხულობდნენ".

მართალია, აქ ბრწყინვალე აღდგომაზეა ყურადღება გამახვილებული, მაგრამ უდავოა, რომ წმიდა მამებს მხედვლობაში ექნებოდათ სხვა საეკლესიო დღესასწაულებიც.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კალენდრის დაზუსტება ან დახვეწა, ან მასში რაიმე ცვლილების შეტანა სათანადო დასაბუთებისა და შეთანხმების გარეშე ფრიად საზიანოა ეკლესიის ერთობისათვის. ეს საკითხი მსოფლიო I საეკლესიო კრებაზე გადაწყდა და მისი შეცვლა მხოლოდ მსოფლიო კრების კომპეტენციაში რჩება. ამგვარი დასაბუთება ახალი სტილის გარდაუვალი აუცილებლობის შესახებ არ არსებობს და შესაბამისად, არც საყოველთაო შეთანხმებაა მიღწეული. ყველაზე „ხილული" და მყარი არგუმენტი, რაც ყველასთვის ნათელია და რაც აღიარებს ძველი სტილის უპირატესობას ახალთან შედარებით, მაცხოვრის საფლავზე, აღდგომის დღის დადგომისთანავე, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქის სანთლებზე ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლაა (და სხვა სასწაულები, რომლებიც იულიუსის კალენდრის მიხედვით აღესრულება)! ღვთის მიერ მოვლენილი ეს ზეციური სასწაული სწორედ იმის დასტურია, რომ ძველი სტილი, ანუ ის გზა, რომელსაც განუხრელად ადგას მართლმადიდებელი ეკლესია, არის სრულიად გაცნობიერებული, ერთადერთი ჭეშმარიტი პოზიცია, რომელიც ყველაზე უკეთ არეგულირებს საეკლესიო ცხოვრების ჰარმონიულ რიტმს. სწორედ ეს არის იულიუსის კალენდრის დოგმატური ღირსება, რომელსაც მყარად იცავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია.

ქრისტეშობა აღდგომის შემდეგ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია. ჩვენში ეს 7 იანვარს აღინიშნება. ყოველმა მართლმადიდებელმა მორწმუნემ, რომელიც თავს ეკლესიის წევრად მიიჩნევს, უნდა იცოდეს, თუ რომელი კალენდრით ცხოვრობს მისი ეკლესია. ამიტომ ჩვენ, როგორც დედა ეკლესიის წევრები, ვალდებულნი ვართ, მხოლოდდამხოლოდ ძველი კალენდრის მიხედვით ვიზეიმოთ ქრიტეშობაც და სხვა ყველა ქრისტიანული დღესასწაულიც.

რაც შეეხება ახალ წელს, ეს საერო დღესასწაულია და ახალი სტილით 1 იანვარს შეესაბამება. საქართველოს ეკლესია საახალწლო პარაკლისს ძველი სტილით, 14 იანვარს იხდის და საგანგებო ლოცვასაც აღავლენს. 1 იანვარს, როდესაც საერო კალენდრით მთელ პლანეტაზე ახალი წელი დგება, საქართველოში არაეკლესიური ხალხი სუფრითა და ზეიმით ხვდება ამ თავსმოხვეულ დღესასწაულს, მომარხულეები კი 7 იანვარს, ანუ ნამდვილ 25 დეკემბერს - ქრისტეშობას გაიხსნილებენ.
კატეგორია: სულიერი სწავლებანი | ნანახია: 1411 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: ძველსა, შორის, სტილს, და, განსხვავება ძველსა და ახალ სტილს შო, განსხვავება, ახალ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ