დავით გარეჯის ლავრა - 19 ივნისში 2010 - - † წამი: წარსული. აწმყო. მომავალი. იმედი!
† Wami.uCoz.Com


მენიუ

ხმის მიცემა
დადიხართ წირვა ლოცვაზე?
სულ პასუხი: 40

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2010 » ივნისი » 19 » დავით გარეჯის ლავრა
10:58 PM
დავით გარეჯის ლავრა

დავით გარეჯის ლავრა

null

VI საუკუნის პირველ ნახევარში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბრძანებით, საქართველოში შემობრძანდნენ წმიდა ასურელი მამები, რომელთაც შემდგომში ზედაზნელად წოდებული, წმინდა იოანე წინამძღოლობდა. წმიდა იოანე ზედაზნელმა მოწაფეები მთელ აღმოსავლეთ საქართველოში დაგზავნა ქრისტიანობის საბოლოოდ განსამტკიცებლად. მათ შორის იყო წმიდა დავითიც. იგი ერთხანს თბილისის მიდამოებში მოღვაწეობდა. შემდგომკი თავის მოწაფესთან - ლუკიანესთან ერთად საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე, კლდოვან ნახევარუდაბნოში განმარტოვდა. ივრის ზეგანი, რომელზეც განლაგებულია გარეჯის მონასტრის უდიდესი ნაწილი, საქართველოში ყველაზე უწყლო, მცენარეულ საფარს თითქმის მოკლებული მხარეა.საეკლესიო ტრადიციით, სახელწოდება „გარეჯა" მეუდაბნოებას უკავშირდება და განმარტოვებას, ამსოფლიური ცხოვრების საზრუნავისაგან თავისუფალ მოღვაწეობას - განსჯას ნიშნავს. თავისი მოღვაწეობის დასაწყისში, წმიდა მამებს ბალახითა და სასწაულებრივად მოვლინებული ირმების რძით გაჰქონდათ თავი. წმიდა დავით გარეჯელის მიერ მრავალი სასწაული აღესრულებოდა. ერთ-ერთი ამ სასწაულთაგანია წმიდა დავითის ცრემლის წყარო - მაკურნებელი წყალი, რომელიც წმიდა დავითმა მრავალდღიანი მხურვალე ლოცვით გამოსთხოვა უფალს. ლავრის დასავლეთით წამომართული კლდოვანი ფერდის ძირში არსებულ გამოქვაბულში მომდინარე ეს წყარო დღესაც ერთადერთი სასმელად გამოსადეგი წყალია ამ მიდამოებში.

წმიდა დავითის მიცვალების შემდეგ მისი საფლავი, რომელიც ლავრაში არსებულ ფერისცვალების ტაძარშია, ისევე, როგორც მისი თანამოღვაწის - წმიდა დოდოს და მოწაფის - წმიდა ლუკიანეს განსასვენებლები, გარეჯის უდიდეს სიწმიდეებად იქცა. მონასტრის ქვედა ეზოში დღემდეა შემორჩენილი წმიდა დავითის დროინდელი სენაკები და თავად ღირსი მამის სამყოფელი.

ასწლეულების მანძილზე მონასტრის გარშემო ყალიბდებოდა კლდეში ნაკვეთი ღარებისა და მრავალრიცხოვანი ლაკვანებისაგან (წყალსატევებისაგან) შემდგარი წყალმომარაგების სისტემა. მისი ერთი ნაწილი ამჟამადაც მოქმედებს და იგი ლავრის სამეურნეო ყოფაში არსებით როლს ასრულებს. IX საუკუნის შუახანებიდან დაიწყო გარეჯის სამონასტრო ცხოვრების ახალი ეტაპი. ეს პერიოდი უკავშირდება მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის ცნობილი საეკლესიო მოღვაწის წმიდა ილარიონ ქართველის სახელს. ამ დროს გაფართოვდა და თანამედროვე სახე მიიღო ფერიცვალების ეკლესიამ, შეიმკო წმიდა დავითის საფლავი, შეიქმნა ახალი ქვაბ-სამლოცველოები. ამ პერიოდს უკავშირდება გარეჯის ფრესკული მხატვრობა.

XI საუკუნიდან გარეჯის ლავრა საქართველოს სამეფო კარის კუთვნილებაში გადავიდა. XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე აღმშენებლობის პროცესი განსაკუთრებულ აღმავლობას განიცდის. სწორედ იმხანად უნდა იყოს შექმნილი წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია. გვიანი შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია ზედა ეზოში აღმართული დიდი კოშკი, რომელიც მეფე ალექსანდრე II (1574-1605) სახელს უკავშირდება.

XVI-XVII საუკუნეებში მნიშვნელოვანი ეტაპია გარეჯის სამონასტრო ცხოვრებაში. სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა ადგილობრივი ლიტერატურული სკოლა, რომლის ცენტრსაც ტრადიციულად წმიდა დავითის ლავრა წარმოადგენდა.ამ პერიოდშია აშენებული წმიდა ნიკოლოზის, ღვთისმშობლის მიძინებისა და წმიდა მარინეს სახელობის ეკლესიები.

სპარსეთის შაჰის - აბას I შემოსევების ჟამს გარეჯაში სამონასტრო ცხოვრება შეწყდა. საქართველოს მრავალრიცხოვან წმიდა მოწამეთა დასს 6000 გარეჯელი მოწამე შეემატა. ისინი შემოსეულმა მტერმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე ამოწყვიტა. XVII საუკუნის ბოლოს გარეჯის სავანეთა წინამძღვრად მამა ონოფრე დაადგინეს. მისი ძალისხმევით დაიწყო სასულიერო ცხოვრების აღორძინება. XVIII საუკუნეში გარეჯის სავანეები საქართველოს უდიდეს სასულიერო ცენტრად იქცა. საუკუნეების განმავლობაში გარეჯის სახელს მრავალი ცნობილი საერო თუ საეკლესიო მოღვაწეობის სახელი დაუკავშირდა. მათ შორის არიან ბერად აღკვეცილი დემეტრე I და ჟყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ანტონი (XIIს.), წმიდა პიმენ სალოსი (XIIIს.), წმიდა იოანე მანგლელი, ქართლის კათალიკოსი ბესარიონი, ანტონ I ბაგრატიონი, გრიგოლ დოდორქელი, საბა-ყოფილი სულხან ორბელიანი, გაბრიელ ქიქოძე.

XVIII-XIX საუკუნეებში მრავალგზის დარბევისას ბევრმა გარეჯელმა მოწამემ მიიღო მოწამეობრივი გვირგვინი - წმიდა შიო ახალმა, წმიდა გაბრიელ მცირემ და სხვ. გარეჯის ლავრასთან მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი XII სახელიც. წმიდა დავითის ლავრაში XX საუკუნის ოციან წლებში შეწყვეტილი სამონასტრო ცხოვრება 1990 წელს განახლდა.
კატეგორია: ტაძრები და მონასტრები | ნანახია: 1569 | დაამატა: nanuki | ტეგები: | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2016 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ