† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 17 » დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?
11:40 AM
დასაშვებია თუ არა პატრიარქის ნათლულებს შორის ქორწინება?


დღეისთვის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს უკვე რამოდენიმე ათასი ნათლული ჰყავს და ეს რიცხვი სწრაფად იზრდება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში უპრეცედენტო დემოგრაფიული ზრდა აღინიშნება. თამამად შეიძლება ითქვას, პატრიარქის ამ ინიციატივამ უკვე დიდი შედეგი მოუტანა ქვეყანას.

ამასთანავე, მორწმუნე საზოგადოებაში იბადება კითხვა: პატრიარქის ნათლულებს, როგორც სულიერ ძმებსა და დებს, როდესაც მიაღწევენ ზრდასრულ ასაკს, შეეძლებათ თუ არა ერთმანეთთან ქორწინება?

ამ თემაზე "ამბიონს” ესაუბრება (ღვთისმეტყველების დოქტორი კანონიკურ სამართალში) მღვდელი ალექსი ქშუტაშვილი:

იმის გათვალისწინებით, რომ ეს ბავშვები ერთი თაობისანი არიან, მათმა რიცხვმა უკვე გადააჭარბა ათი ათასს და ეს მხოლოდ დასაწყისია, მომავალში აღნიშნული საკითხი მრავალი ოჯახისთვის შეიძლება ძალზე აქტუალური გახდეს.
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა შევისწავლოთ სჯულისკანონი და ზოგადად, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური პრაქტიკა.

სულიერი, ანუ რელიგიური ნათესაობის შესახებ პირველი კანონიკური ნორმა გვხვდება ბიზანტიის იმპერატორ წმიდა იუსტინიანეს კანონებში (530 წ.), სადაც მკაცრად იკრძალებოდა ქორწინება ნათლიასა და ნათლულს შორის (ნათესაობის პირველი ხარისხი). მოგვიანებით VI მსოფლიო (ტრულის) კრებამ 53-ე კანონით (692 წ.) განაჩინა, რომ დაუშვებელია ქორწინება ნათლიასა და ნათლულის დაქვრივებულ მშობელს შორის (ნათესაობის მეორე ხარისხი). რამოდენიმე საუკუნის შემდგომ ბიზანტიის იმპერატორმა ლეონ VI ფილოსოფოსმა (886-912 წ.) სახელმწიფო კანონებით აკრძალა ქორწინება მესამე ხარისხის მქონე სულიერ ნათესავებს შორის.


დროთა განმავლობაში VI მსოფლიო კრების 53-ე კანონის იმ ადგილის საფუძველზე, სადაც ნათქვამია, რომ "სულიერი ნათესაობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ხორციელი კავშირი”, როგორც საეკლესიო, ასევე ბერძნული სამოქალაქო კანონმდებლობითაც დადგინდა სულიერ ნათესაობაში საქორწინო წინაღობები იმ ხარისხამდე, რომლებშიც აკრძალვა ეხებოდა სისხლისმიერ ნათესაობასაც, სახელდობრ, მე-8 ხარისხის ჩათვლით.

მაგრამ როგორც აღნიშნავს XIX საუკუნის ცნობილი სერბი კანონისტი ნიკოდიმი მილაში, "რადგანაც ტრულის 53-ე კანონში ან სხვა რომელიმე საყოველთაო საეკლესიო კანონში არ მოიხსენიება სულიერი ნათესაობის მე-2 ხარისხის შემდგომი ხარისხები, რომლებშიც ქორწინება აკრძალული იქნებოდა, ამიტომ ქორწინების აკრძალვის, ან ნებართვის უფლება შემდეგ ხარისხებში მინიჭებული აქვთ ადგილობრივ ეკლესიათა კანონმდებლებსა და რწმუნებულ ეპისკოპოსებს”. ანუ ქორწინება ისეთ მირონნათესავების შორის, რომლებიც არ არიან პირდაპირ ნახსენები ტრულის კრების 53-ე კანონში, ექვემდებარება ე.წ საეკლესიო იკონომიას, ანუ შეწყალებას, განგებას. ეპისკოპოსს, ან, მითუმეტეს, ადგილობრივი ეკლესიის წმიდა სინოდს, შეუძლია გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაუშვას ასეთი ქორწინებები.

რაც შეეხება უშუალოდ ერთი ნათლიის მიერ მონათლულ სულიერ ძმებსა და დებს, შეუძლიათ თუ არა მათ ქორწინება, ეს საკითხი გადაწყვეტილია ინდივიდუალურად ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის მიერ. მაგალითად:

საბერძნეთის ეკლესიაში ამ თემასთან დაკავშირებით პირველად წერდა XV საუკუნის წმიდა მამა სვიმეონ თესალონიკელი და ადგენდა, რომ ასეთი ტიპის ქორწინებები დაუშვებელია. 1801 წელს წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის მიერ შედგენილ ბერძნულ სჯულისკანონში – პიდალონონში ასევე იკრძალება ქორწინება ერთი ნათლიის ნათლულებს შორის, მაგრამ საბერძნეთის ეკლესიის თანამედროვე კანონიკური პრაქტიკა უშვებს ასეთ ქორწინებებს.

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის ამკრძალავ კანონიკურ დადგენილებებში არსად არ განიხილავს მსგავს შემთხვევას, შესაბამისად, ნათლულებს შორის ქორწინება იქ აკრძალული არ არის.

რუსეთის ეკლესიაში დღემდე მოქმედებს 1810 წლის 19 იანვრის სინოდის დადგენილება, რომლის მიხედვითაც შეუღლება იკრძალება მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის, ყველა სხვა შემთხვევაში ქორწინება დაშვებულია.
ძველ ქართულ საეკლესიო სამართალში (სამთავისის ეპარქიის კრების კანონები (1459 წ.) და ცაიშ-ბედიის შეკრების კანონებში (1470-1474) წ.)) ასევე საუბარია მხოლოდ ნათლიასა და ნათლულის მშობელს შორის ქორწინების აკრძალვაზე.

უკვე ჩვენს დროში, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის 2007 წლის 21 დეკემბრის სხდომაზე გადაწყდა, რომ კონკრეტულად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლულებთან დაკავშირებით იქნას გამოყენებული საეკლესიო იკონომია და მომავალში, თუ შეიქმნება ამის პრეცედენტი, დაიშვას მათ შორის ქორწინება. სტატიაში მოყვანილი ისტორიულ-კანონიკური ფაქტებიდან გამომდინარე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის ასეთი გადაწყვეტილება სავსებით სწორი, საფუძვლიანი და კანონიკურად გამართლებულია”.

2007 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საქართველოში მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსასწორებლად, მართლმადიდებელ ოჯახებში ყოველი მესამისა და მომდევნო ბავშვის მონათვლის ინიციატივა გამოთქვა, რაც ორჯერ იქნა მოწონებული საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ 2007 წლის 21 დეკემბრისა და 2008 წლის 27 ივნისის სხდომებზე.

დავით დანელია
კატეგორია: სტატიები | ნანახია: 2185 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0









© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ