ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის ხატებაზე - 14 ივნისში 2012 - - † წამი: წარსული. აწმყო. მომავალი. იმედი!
† Wami.uCoz.Com


მენიუ

ხმის მიცემა
დადიხართ წირვა ლოცვაზე?
სულ პასუხი: 40

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0








მთავარი » 2012 » ივნისი » 14 » ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის ხატებაზე
11:12 PM
ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის ხატებაზე



რა უსახურობამდე მივიდნენ დღეს ადამიანები. თანამედროვე ქალები ქიმიურად იხვევენ თმას და ყალყზე იყენებენ - თითქოს გაუკრახმალებიათო. ან რა სუნი უდით! ალერგია დაგეწყება. როდესაც ერის ქალს ვხედავ, ერულად შემოსილს, ერულ სურნელს რომ აფრქვევს, ზიზღს განვიცდი.

გავიგე, რომ ერთი ქალბატონი გერმანიაში კოსმეტოლოგიის შესასწავლად გაემგზავრა. როცა ვიკითხე, ეს კოსმეტოლოგობა რაღა არის მეთქი, მიპასუხეს: - „კოსმეტოლოგი მოხუცებს ახალგაზრდებად აქცევს". აქ გამახსენდა, რომ ვნახე ერთი „ახალგაზრდა" ბებრუხანა შუბლზე ჰორიზონტალური ნაჭრილობევით. როცა ვიკითხე, ამ საცოდავს რა დაემართა მეთქი, მიპასუხეს: „არაფერი, ოპერაცია გაიკეთა, რომ სახის კანი დაეჭიმა და ნაოჭები გაექრო". მე კი მეგონა, რომ საცოდავი დედაბერი ავარიაში მოჰყვა და ქირურგიული ოპერაცია დაჭირდა. სადამდე მივიდნენ თანამედროვე ადამიანები!

- დღეს, წმიდაო მამაო, კოსმეტიკას ცოდვად არ თვლიან.

- კი, ამას უკვე მივხვდი. ამას წინათ ერთ ნაცნობ ქალს შევხვდი. ადრე ანგელოზს ჰგავდა, ახლა კი ისე იყო შეთითხნილი, ვეღარ ვიცანი. მე ვუთხარი: „- ღმერთმა ყოელივე კეთილად შექმნა, შენთან დაკავშირებით კი ერთი შეცდომა დაუშვა". „- რატომ, მამაო?" - გაუკვირდა მას. „- იმიტომ, რომ თვალები არ „ჩაგილურჯა". ეს იყო მისი შეცდომა! სხვა ადამიანები ლამაზებად შექმნა, შენთან დაკავშირებით კი ანგარიში აერია! ნუთუ შენ თვითონ ვერ ხვდები, შე საბრალოვ, რომ ამ კოსმეტიკით მხოლოდ იმახინჯებ თავს. ეს იგივეა ბიზანტიური ხატი აიღო და ადგილ-ადგილ საღებავებით მოთხუპნო, შეღებო და გააფუჭო. განა შეიძლება ღვთის ხატება (საკუთარი თავი) საცხებით თხიპნო? წარმოიდგინე, რომ მხატვარმა მშვენიერი სურათი შექმნა, მერე ფერწერაში სრულიად უვიცი ადამიანი მოვიდა, აიღო ფუნჯი და სურათზე ულაზათო ფერები დაადო, ანუ მან ხელოვნების ნიმუში დაამახინჯა. შენ სწორედ ამას აკეთებ. ამ კოსმეტიკით თითქოს ღვთისათვის გეთქვას: „შენ, ღმერთო, ცუდად შემქმენი. მე გაგისწორებ შეცდომას".

მახსოვს კიდევ ერთი ქალი, ის ჩემთან გრძელი, შევარდენივით წითელი ფრჩხილებით მოვიდა და დამიწყო თხოვნა: „ჩემი შვილი მძიმედაა ავად, ილოცეთ, მამაო, მე ვლოცულობ, მაგრამ..." „- რას ლოცულობ, - შევაწყვეტინე მე, - მაგ ფრჩხილებით ქრისტეს ჭრილობებს უმრავლებ! ბავშვი რომ განიკურნოს, ჯერ ფრჩხილები დაიჭერი, შენი შვილის ჯანმრთელობისათვის ეს მაინც გააკეთე. დაიმოკლე ფრჩხილები და საღებავი გადაიცალე". „- თეთრი ლაქით რომ შევიღებო, შეიძლება, მამაო?" „მე გეუბნები, მოიჭერი და საღებავისგან გაიწმინდე ფრჩხილები. ეს უმნიშვნელო მსხვერპლი მაინც გაიღე შენი შვილის ჯანმრთელობისათვის, რას ჰგავს ეს, საჭირო რომ ყოფილიყო, ღმერთი ხომ წითელი ფრჩხილებით გაგაჩენდა". „- ესე იგი, შემიძლია, რომ თეთრი ლაქი ვიხმარო, მამაო?" აქ კი ვიფიქრე: „- ელოდეთ გამოჯანმრთელებას შენ და შენი შვილი". შვილების სულიერი „გაციებას" დედები უწყობენ ხელს, როდესაც არც თვითონ იცვამენ მოკრძალებულად და იმასაც ცდილობენ, რომ „გაკორტნონ" შვილები და ყოველგვარი კრძალვა დააკარგინონ.

ვიღაც შეიძლება, არც ძალიან ლამაზი იყოს და რაიმე ნაკლიც ჰქონდეს. ღმერთმა იცის, რომ ეს მას სულიერად დაეხმარება. ღმერთი ხომ უმეტესად სულზე ზრუნავს და არა - სხეულზე. ყველა ჩვენგანს აქვს ღირსებები, მაგრამ მცირედი - ნაკლიც. ეს ჯვარიც კი არ არის ჩვენთვის, არამედ - უმნიშვნელო ტვირთი. ის სულის ცხონებაში გვეხმარება.
კატეგორია: ბერი პაისი ათონელი | ნანახია: 857 | დაამატა: თორნიკე | ტეგები: ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის , პაისი, ლაქაა, ხატებაზე, - კოსმეტიკა, ბერი, ღვთის | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0









© 2016 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ