† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0









მთავარი » 2010 » სექტემბერი » 19
კატეგორია: სულიერი სწავლებანი
      └─►რატომ გვჭირდება სულიერი მოძღვარი?
                                                                                                                                                   + თორნიკე




ხშირად არაეკლესიური ადამიანები სვამენ კითხვას: ვინ არის სულიერი მოძღვარი? რაში მჭირდება მისი დახმარება უფალთან საუბრისას? მთავარია, რომ მწამს. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს, მაშ, რაღად მინდა დამხმარე მასთან ურთიერთობისას, რატომ უნდა გადავუშალო უცხო პირს ჩემი სულის დაფარული ზრახვები? ასეთ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ადამიანი არა მარტო ხორცისაგან და ამქვეყნიური სურვილებისაგან შედგება, არამედ მას აქვს ღვთის მიერ ნაბოძები სული, იგი უფალმა თავის ხატად და მსგავსად შექმნა და ეს მსგავსება რომ არ დაიმცროს, მას სჭირდება საკუთარ სულზე ზრუნვა. მაგრამ კაცს თავისთავად, ღვთის გარეშე, არ შეუძლია სულიერ წარმატებას მიაღწიოს. მას აუცილებლად სჭირდება „ხელმძღვანელი". ის, ვინც დაარიგებს, უხელმძღვანელებს მის სულიერ ცხოვრებას. ასეთი პიროვნება კი უნდა იყოს სულიერი მოძღვარი, რომელსაც მორწმუნე მიმართავს არა მარტო აღსარების, არამედ სწავლებებისთვისაც. ადამიანი უნდა შეეცადოს, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰყავდეს სულიერი მოძღვარი, მას გადაუშალოს თავისი ცოდვილი ფიქრები, უძლურებანი და ცდუნებები, იცხოვროს მისი რჩევა-დარიგებებით; აი, მაშინ დაიმკვიდრებს იგი ცათა სასუფეველს. უახლოესი ხელმძღვანელის გარეშე შეუძლებელია, წმიდად იცხოვრო ამქვეყნად. მაგრამ ის, ვინც მხოლოდ ახლა იწყებს ეკლესიურ ცხოვრებას, სვამს კითხვას: კი მაგრამ, სად შეიძლება ვიპოვო სულიერი ხელმძღვანელი, განა შესაძლებელია დღეს კარგი მოძღვრის პოვნა, ყველა ხომ ერთნაირი არ არის? ასეთი ადამიანებისთვის პასუხი, ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი და ამასთან, ღრმაა: თქვენ იპოვით მათ ეკლესიაში, იქ, სადაც სულიწმიდა მათ ქრიტეს ცხოვართა მწყემსად აყენებს. შესთხოვეთ უფალს, საჭიროების ჟამს მოგანიჭოთ კეთილმოსურნე სულიერი მოძღვარი, და შემდეგ უკვე თქვენი თხოვნის გარეშე იგი მანუგეშებელ სიტყვას გაუწყებთ. უფლის სული ასწავლის მას, რა და როგორ გითხრათ; თქვენ მისგან იმას გაიგებთ, რაც სულიერად გესაჭიროებათ და ღვთივსათნოა უფლისათვის და სულ მალე იგრძნობთ, რომ თქვენში უფლის მადლი დაივანებს...






დათვალიერება: 1815                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: ღვთისმეტყველება
      └─►უფლის მეორედ მოსვლის შესახებ
                                                                                                                                                   + თორნიკე


უფლის მეორედ მოსვლისა და საშინელი სამსჯავროს დღის მოახლოების ნიშნები (მთ. 24)




უფალმა ისევ ჩვენივე ზნეობრივი სიკეთისათვის არ ინება, გაემხილა ამჟამინდელი ცისა და ქვეყნის „ბოლო ჟამის" თარიღი, დღე ძე კაცისას მოსვლისა, „დღე უფლისა". „დღისა მისთვის და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცისათა, გარნა მამამან მხოლომან" (მთ. 24,36). „არა თქუენი არს ცნობაჲ ჟამთა და წელთაჲ, რომელნი იგი მამამან დასხნა თჳსითა ხელმწიფებითა" (საქმ. 1,7). ამ გაურკვევლობამ უნდა აიძულოს ქრისტიანები, მუდმივად ფხიზლობდნენ სულიერად: „მღვძარე იყვენით და ილოცევდით, რამეთუ არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი... რომელსა ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ მღვიძარე იყვენით" (მრკ. 13,33,37).



დათვალიერება: 2794                                                                                               კომენტარები (0)
      








© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ