† Wami.uCoz.Com


მენიუ

მენიუ †


სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0









მთავარი » 2010 » აგვისტო » 29
კატეგორია: ტაძრები და მონასტრები
      └─►უნიკალური აღმოჩენა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში
                                                                                                                                                   + თორნიკე



ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში წმ. იოსებ ალავერდელის საფლავის თავზე ფრესკის უძველესი ფენა აღმოაჩინეს. წინასწარი ვარაუდით, მხატვრობა მთავარი ტაძრის აგების დროინდელია.
დაზიანებულ კედელზე გამოვლენილი მხატვრობა რთულად იკითხება, თუმცა გამოსახულების ქვედა ნაწილი, მისი ჩაცმულობის კონტურები და ხმლის მოხატული წვერი სპეციალისტებს ქტიტორის გამოსახულებაზე მიანიშნებს. სავარაუდოდ, გამოსახულება ალავერდის მაშენებელ კვირიკე პირველს უნდა ეკუთვნოდეს.



დათვალიერება: 1533                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: ჩვენი პატრიარქი
      └─►პატრიარქი სპეციალური ლიცეუმების შექმნის ინიციატივით გამოდის
                                                                                                                                                   + თორნიკე

აგვისტო 29, 2010




სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სპეციალური ლიცეუმების შექმნის ინიციატივით გამოდის და ამ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინთან შეხვედრასაც გეგმავს.
როგორც უწმინდესმა დღეს საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, სამწუხაროა, რომ 11 000-მდე ახალგაზრდა უმაღლესი სასწავლებლის გარეშე დარჩა.
"ახალგაზრდები გზას რომ არ ასცდნენ, აუცილებელია მათ შეისწავლონ ხელობა, საღვთო წერა. აუცილებელია შეიქმნას ლიცეუმები, სადაც ისწავლიან ახალგაზრდები, იქნებიან მაღალი ინტელექტით განათლებული ადამიანები. შესაძლოა ამ საკითხზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს შევხვდე", - განაცხადა პატრიარქმა.
სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას უწმინდესმა დღესვე, ტრადიციულად, რამდენიმე ქართული გვარი დალოცა.
ილია მეორე ეკლესიის საკუთრებაში არსებული მიწების მოსახლეობისთვის გადაცემისა და სპეციალური სოფლების შექმნის ინიციატივითაც გამოდის.




დათვალიერება: 1404                                                                                               კომენტარები (0)
      

კატეგორია: დღესასწაულები
      └─►გილოცავთ ანჩისხატობას!
                                                                                                                                                   + თორნიკე

└─► დაწვრილებით'ში ნახავთ ანჩისხატის ტაძრის ისტორიას...


16 (29) აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატის ჩამობრძანებას ედესიდან კონსტანტინოპოლში - ანჩისხატობას.

მაცხოვრის ხელთქუმნელი ხატი, ან როგორც მას საქართველოში უწოდებენ, პირი ღვთის ხატი, ქრისტიანობის უდიდეს სიწმინდეს წარმოადგენს. ამ სასწაულთმოქმედი ხატის შექმნა უშუალოდ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს უკავშირდება. როცა განკაცებული ღმერთი ჯერ კიდევ ადამიანთა შორის ცხოვრობდა და მათ სასწაულებით აჯილდოებდა, ქალაქ ედესის მთავარი ავგაროზი, უკურნებელმა სენმა შეიპყრო, ექიმებმა მისი გადარჩენის იმედი დაკარგეს. მაშინ ავგაროზმა შიკრიკი აფრინა იესო ქრისტესთან და მისწერა, რომ თუ ამ სნეულებისაგან განკურნავდა, მის ყოველ ნებას აღასრულებდა და ურიებისაგან დევნილს თავის სამეფოში მოსვენებით აცხოვრებდა.



დათვალიერება: 1585                                                                                               კომენტარები (0)
      








© 2024 WWW.WAMI.UCOZ.COM |
საიტი შექმნილია uCoz სისტემაში

shegivwyalen upalo agsdga qriste mociqulta tavno აღავსე ილია მეორე - მამაო Marradi - წმ -- Dreams აღმაშენებელის - This big Giovanni Marradi - This little big Little love Giovanni - Amor amor Maradi ლოცვა - Melanxolia - წმ ილია ტროპარი - წმ ნინოს Richard დღეს Nostalgia Clayderman - Time Goodbye Richard Clayderman - Time To Say Go SaY To - Passion - ღვთისმშობელო RICHARD CLAYDERMAN - Passion for time us ილია მეორე - კურთხეულ - A golden Golden_melody-A_time_for_us melody - მოციქულთა - გვირგვინი წმიდა - სიყვარულისათვის ასური !!! წმინდა ბარბარეს ბარბარობას gilocavT natligebas - აღსარება ანტონ პატრიარქის ? ratom aris mamakacis qali არის (შუშანია) ალექსი ახალ არასწორი არასწორი ხალხური გამოთქმები და წარმ ბარბარე დიდმოწამე განმარტება - ალილუია - ამინ - კოსმეტიკა ბერი პაისი - კოსმეტიკა ლაქაა ღვთის - საკუთარი ბრიანჩანინოვი ბერი პაისი - ბავშვებს ათონელი - ანტიფონი შესახებ - საქართველოს გაბრიელი ბაბილონი (შესაძლებელია თუ არა ქვიშით ნათლობა ადამიანების აღსარება 23 23 ივნისი ცხოვრება 17 17 წლის ბერი ანდრიას ცხოვრება ანდრიას გილოცავთ